მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძის არჩევას გამოეხმაურა:
„მივესალმები სოფო ჯაფარიძის არჩევას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
წარმატებები მინდა ვუსურვო სოფოს, რომელმაც ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში იტვირთა უდიდესი პასუხისმგებლობა.
ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად!“, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს