ისმოდა ხშირად, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრად დამასახელონ მე, პრემიერ მინისტრის დასახელება ჯერ არის ძალიან ადრე ჩემო მეგობრებო, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - ამის შესახებ მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ის დისტანციურად ჩაერთო.
"მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი, ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკურ საბჭოდა, დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, მე ვიღებ ჩემ თავზე ხელმძღვანელობას, მე ვიღებ ჩემ თავზე იმას, რომ რეინტეგრაცია მოხდეს პარტიის და პარტია იყოს გახსნილი სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვის ასევე. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა, ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისმოდა ხშირად, რომ საქართველოს პრემიერმინისტრად დამასახელონ მე, პრემიერმინისტრის დასახელება ჯერ არის ძალიან ადრე ჩემო მეგობრებო, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მორიგი განხილვა განახლდა.
წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა, თემურ ჯანაშიამ მედიასთან განაცხადა, რომ "ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმე" აბსოლუტურად დაცლილია სამართლისგან, შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია