მივესალმები რეფერენდუმის იდეას, ამავე დროს ამ საქმეს მარტო რეფერენდუმით ვერ ვუშველით,- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„გუშინ ჩვენ ხარებას პირით საჯაროდ გამოგვიცხადეს, რომ საქართველოში საბოლოოდ დამყარდა ტერორისტული რეჟიმი. 
მივესალმები რეფერენდუმის იდეას, ამავე დროს ამ საქმეს მარტო რეფერენდუმით ვერ ვუშველით (თუმცა თავისთავად ხელმოწერების ფართო კამპანიას მოაქვს თავისი სარგებელი). საჭიროა მრავალმხრივი, ძლიერი პასუხი და ძალიან კარგი ორგანიზება, ველზე ბევრი ლიდერის გააქტიურება, ყველგან და ყველა მიმართულებით“,- წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ,  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პარლამენტთან შეკრებილებს ამ სიტყვებით მიმართა: „გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? - გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან. მოვაწერ ხელს რეფერენდუმს - გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველა ერთად“.