„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ალბათ ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული, წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან, – ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
"ალბათ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან. მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები. ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, პარტია დღეს ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ 14-მა წევრმა დატოვა.