"1993 წელს სოხუმი დაეცა იმიტომ რომ საქართველო არ იყო არცერთ საერთაშორისო რადარზე და მასში დაინტერესებას მხოლოდ რუსეთი გამოხატავდა. 2008 წელს გადავრჩით იმიტომ რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდზე", - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"2008 წლის აგვისტოში ბოდიში რომ მომეხადა და რომ მესარგებლა ჩვენი მეგობრების შემოთავაზებებით, ოჯახთან ერთად დამეტოვებინა საქართველო, მაშინ რა თქმა უნდა იქ არ მოხვდებოდი სადაც ახლა ვარ, ოღონდ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოც არ იარსებებდა. სწორედ ეს ვერ უპატიებია ჩემთვის რუსეთს და რუსეთის ფინიებს საქართველოში.
1993 წელს სოხუმი დაეცა იმიტომ რომ საქართველო არ იყო არცერთ საერთაშორისო რადარზე და მასში დაინტერესებას მხოლოდ რუსეთი გამოხატავდა. 2008 წელს გადავრჩით იმიტომ რომ მთელი მსოფლიო დაგვიდგა გვერდზე.
ახლა ისევ იზოლაციაში მოგვაქციეს როგორც 1993 წელს და თუ ეს იზოლაციონისტური რუსული რეჟიმი სასწრაფოდ არ მოვიცილეთ, ამ იზოლაციის შედეგად ივანიშვილი აუცილებლად მოგვიტანს დიდ ომს და ბევრ სიკვდილს. რაც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ერთეულის დიდი ხნით გაქრობას გამოიწვევს. ახლა ომისგან დაცვის ზღუდე გადის თითოეულ ამომრჩეველზე."- წერს მიხეილ სააკაშვილი.