გერმანულმა გამოცემა "შპიგელმა" მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.
"შპიგელის შეკითხვებს მიხეილ სააკაშვილმა ხელნაწერის სახით უპასუხა. მისი პასუხები კი გამოცემას დედამ, გიული ალასანიამ გადასცა.
"ახლა რაც ჩემ თავს ხდება, ნათელი გზავნილია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის. მან უარი თქვა რუსეთის შემოჭრის დასაწყისში ქვეყანა დაეტოვებინა, ისე როგორც მე ვთქვი უარი 2008 წელს, როცა პუტინის ჯარი საქართველოში შემოვიდა"
თქვენ გულისხმობთ, რომ ზელენსკიმ თქვენ მაგალითზე უნდა გააცნობიეროს რა ემუქრება?
"დიახ ჩვენ ქართველები მაშინ ჩვენი წარმატებული რეფორმებისთვის დავისაჯეთ. ისე როგორც დღეს ზელენსკი იხდის საფასურს ოლიგარქების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გამო. პოლიტიკის, რომლის თანამონაწილეობის პატივი მეც მქონდა"
თქვენ ათი წელია აღარ ხართ თანამდებობაზე და ამასობაში პრეზიდენტის მრჩეველი და გუბერნატორი იყავით უკრაინაში - იქაც ხელისუფლების არაკეთილგანწყობაში მოხვდით. ძაფებს დღეს საქართველოში კულისებიდან მოსკოვის მეგობარი ცნობილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ამოძრავებს. რა ინტერესი უნდა ქონდეს საქართველოს მთავრობას, როგორც კრემლის გრძელ ხელს თქვენზე შურისძიების?
საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სასარგებლო იარაღია საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის. სინამდვილეში ჩემი სამშობლო პუტინის ერთგული მოკავშირე გახდა.
თქვენ საკუთარ თავს ,,პუტინის პირად პატიმარს’’ უწოდებთ. 2021 წელს თქვენ კონტეინერში დამალული ჩახვედით თქვენ სამშობლო საქართველოში, მიუხედავად თქვენი დაპატიმრების განჩინებისა და დაუყოვნებლივ დაგაპატიმრეს. ვერ შეაფასეთ სათანადოდ ვითარება?
პრეზიდენტი პუტინი, მისი წინამორბედი დიმიტრი მედვედევი და საგარეო მინისტრი ლავროვი არა მხოლოდ ჩემი ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებენ. ისინი, განსაკუთრებით პუტინი მოითხოვდა ჩემ საქართველოში დაჭერას და გასამართლებას.
არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა, არ აღიარებს და ცნობს ჩემ ბრალეულობას და ჩემ მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო დაემთხვა - ცოტა ხანში რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. არც ის არის გამორიცხული, რომ ვიღაც ადამიანები, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ.
ხედავთ მსგავსებას რუსი რეჟიმის მოწინააღმდეგე ნავალნისთან?
პუტინი ამბობს, რომ ნავალნი ჩემი რუსული ასლია. სიმართლე ისაა, რომ ორივეს გვძულს კორუფცია, რომლის გაშიშვლებაში ნავალნი შეუდარებლად ქმედითია. გასარკვევია, იქნება თუ არა ნავალნი იმედია რუსეთის მომავალი მმართველის სახით, ისეთივე ეფექტური როგორიც მე ვიყავი საქართველოსთვის. კიდევ რა მსგავსებაა და საშინელი მოწამვლა, საშინელი გამოცდილება, რომელიც კიდევ უნდა გადავიტანოთ და ცოცხლები დავრჩეთ.
რა მტკიცებულებები გაქვთ რომ მოგწამლეს?
კლინიკის ექიმებს, სადაც მაისის მერე ვიმყოფები, ეს ეჭვი ჩემი შემოყვანისთანავე გაუჩნდათ. მოწამვლა განხორციელდა ამ ხელოვნების წესების ყველა დაცვით. ერთ-ერთი მსოფლიოში წამყვანი ნევროლოგმა, ლაჰანმა აიღო სინჯები და კალიფორნიის ლაბორატორიაში შეამოწმა. ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა კი მძიმე მეტალების კვალი შეამოწმა. ჩვენ ფბრ -ის ჩართვაც გვინდოდა მეორე ტესტისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა.
თქვენ ასევე ამტკიცებთ, რომ გაწამეს. რას ნიშნავს ეს უფრო ზუსტად?
თქვენ რას დაარქმევდით, როცა მძიმედ დაავადებული პატიმარი პაციენტი ათასობით სახიფათო კრიმინალის გარემოცვაშია გამოკეტილი, რომლებიც დღე და ღამე ყვირიან და იმუქრებიან, რომ მოგკლავენ? მე რადიოს მთელ ხმაზე ჩართვა მიწევდა, რომ ნაწილობრივ მაინც გადამეფარა ეს ხმები.
წამება არაა, როცა ჩემ მდგომარეობაში 200 წნევით თითქმის უგონოდ წევს ადამიანი და შუაღამეს ბადრაგს აგზავნიან მოსახრჩობად? ან როცა ციხის საავადმყოფოში გცემენ?
ერთ-ერთი ვიდეო ასახავს, რომ თქვენ კლინიკის პერსონალის მიმართ აგრესიას გამოხატავთ და ნივთებს ყრით გარშემო.
პერსონალს აქ ვუყვარვარ, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. იმ დღეს რაც შეეხება, მოსამართლე და პროკურორები, ჩემ პალატაში აპირებდნენ პროცესის გამართვას მიუხედავად იმისა რომ სიცხე, წნევა და ტვინის ანთება მქონდა. ამიტომ დავყარე წამლები რომლებიც მომცეს. მორალურად არასწორი იყო ამ ვიდეოთი იმის ჩვენება თითქოს საქციელშემცდარი ვარ.
როგორ უყურებთ თქვენ ათწლიან მმართველობას ამ გადმოსახედიდან?
2004 წელს საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, უმოქმედო ინსტიტუტებით. ჩემი პრეზიდენტობის დროს მშპ გაოთხმაგდა, კორუფცია თითქმის გაქრა და ევროპული ინტეგრაციის გზას დავადექით. რა თქმა უნდა სამწუხარო შემთხვევებიც იყო, როგორც გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც არაობიექტურად შუქდებოდა. დღეს ვნანობ, რომ შსს მინისტრი მაშინ არ გავათავისუფლე.
თქვენ ბევრი ადვოკატი და ექსპერტი გიცავთ. როგორ ახერხებთ ამას ფინანსურად?
დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა ახლა ფული აღარ გვაქვს არც ადვოკატების და არც სხვა რამის. რა ვქნა ახლა ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
იმ ყველაფრის შემდეგ რაც საქართველოში გადამხდა, მომავალს, თუ ცოცხალი გადავრჩი, მხოლოდ უკრაინაში ვხედავ. ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები ზელენსკისთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით ვიმუშაო. მას თავისუფალი სამყაროს ლიდერად აღვიქვამ. ძალიან სევდიანია იმის ყურება, როგორ იქცა საქართველო ამ ომში კრემლის მოკავშირედ.
თარგმანი "მთავარი არხი".