„იმ ცხრა წელსა და ამ უბედურ 12 წელს შორის განსხვავება არის ის, რომ მაშინ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვიყავით პოზიტივზე – ეს გაიხსნა, ეს გაკეთდა, ეს ახალი პროგრამა შევქმენით. ესენი ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ყველაფერი გადასულია პოლიტიკური პროცესით – ე.წ. სასამართლოს დერეფნებში, დარბაზებში" , - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„მინდა, მივულოცო ყველას, ვინც ძალიან წარმატებით ჩაატარა საყოველთაო გაფიცვა. ეს არის არნახული რამ საქართველოს ისტორიაში. არასდროს ყოფილა საქართველოში ასეთი ღონისძიება. იყო ეროვნული მოძრაობის დროს, მაშინ იყო დიდი ქარხნები და ახლა ამ გაფიცვაში ძალიან ბევრი პატარა და დიდი ობიექტის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ყველა პროფესია უნდა ჩაერთოს. თუნდაც სამედიცინო სფერო. 500 ლარი აქვს ექიმს ხელფასი, ექთანს – 300 ლარი. თქვენ არ უნდა გაიფიცოთ, თუ ასე წყნარად უნდა შეხედოთ? რა გგონიათ, რომ გაიფიცოთ, თქვენს შემცვლელებს ვინმეს იპოვიან ამ ხელფასებზე? რა თქმა უნდა, ვერ იპოვიან და იძულებული იქნებიან მფლობელები და სამინისტრო, თქვენი ინტერესი გაითვალისწინონ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, „არსებობს განსხვავებები წინა და ახლანდელ ხელისუფლებებს შორის“.

„იმ ცხრა წელსა და ამ უბედურ 12 წელს შორის განსხვავება არის ის, რომ მაშინ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვიყავით პოზიტივზე – ეს გაიხსნა, ეს გაკეთდა, ეს ახალი პროგრამა შევქმენით. ესენი ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ყველაფერი გადასულია პოლიტიკური პროცესით – ე.წ. სასამართლოს დერეფნებში, დარბაზებში. იძახიან ხშირად, მურუსიძე სააკაშვილის დროსაც იყო. მურუსიძე ვინ იყო, მე საერთოდ არ ვიცოდი მაშინ, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა. რატომ არ მქონდა გაგონილი? რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი. სასამართლო იყო სადღაც იქ, სხვათა შორის. ცხოვრების ცენტრი იყო სულ სხვა რაღაცაზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.