ჩვენი მთავრობა IT სექტორს მთლიანად გაათავისუფლებს გადასახადებისგან - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მთავრობამ გამოაცხადა, რომ შესაძლებელია IT-ს სფეროში ინოვაციები გაათავისუფლოს გადასახადებისგან. ეს არის სრული სისულელე. ვინ განსაზღვრავს თუ რა არის ინოვაცია - სუბარი და ძმანი მისნი?
ჩვენი მთავრობა IT სექტორს მთლიანად გაათავისუფლებს გადასახადებისგან. საქართველო უნდა გახდეს ამ ინდუსტრიის ფლაგმანი და მთავარი ჰაბი!"- წერს მიხეილ სააკაშვილი.