ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა, დათა ჯიქიამ განაცხადა.

„მდინარაძე, ეგეთი ფეხსაცმელებით რამდენს ბედავ „ვაფშე“? ეს სიმართლეა, ანუ ღირსებით ვერ შეხვალ ევროპაში, თუ გემოვნებაც კი არ გაქვს. ვინც შედის ღირსებით და ვინც დგას ევროპული ღირებულებების დასაცავად, რომელსაც იზიარებს ახალი თაობა... უკვე ევროპაშია დაბადებული ის ბავშვები, რომლებიც აქ იზრდებიან, ასე რომ ვერაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გაგავაჩუმონ. აქ ვიქნებით, ხვალ, ზეგ, მაზეგ, როცა გინდათ... ერთი თხოვნა მექნება ახალი თაობისთვის, გავა თვეები, ეს მუხტი ჩავარდება, გთხოვთ, ეს ბრაზი შეინარჩუნეთ, იმიტომ რომ ოქტომბერში არის არჩევნები და ხმა მიეცით ცვლილებას. გაუმარჯოს საქართველოს ევროპაში, არა რუსულ კანონს“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი გამომსვლელი, დათა ჯიქია.