დღეს საქართველოში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც „ნაცთან“ ერთად დგანან და აპროტესტებენ ძალადობას, ჩვენ შეგვიძლია, ათეულობით მაგალითი დავასახელოთ ისეთი, რაც „ნაცმოძრაობამ “ ჩაიდინა რუსების სასარგებლოდ. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე მეტად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ „ნაცობა“ უკავშირდებოდეს იმ რეალობას, რასაც რუსეთის სასარგებლო იდიოტიზმი შეიძლება ერქვას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას დროებითი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, რამდენად სრულყოფილი იქნება კომისიის მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ „ნაციოანლური მოძრაობა“ არ ითანამშრომლებს.

„პირდაპირ ვამბობ, სრულყოფილი ვერ იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია, „ნაცების“ დანაშაული მთლიანად გამოიძიო, 12 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ეს, პროკურატურაში შესაბამისი დეპარტამენტი იყო, მაგრამ თვალსაჩინოებისთვის ბევრი ქეისი შეიძლება წარვუდგინოთ საზოგადოებას, გამოვიძიოთ საპარლამენტო კომისიის ფორმატში, რათა მსგავსის ჩადენა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს. როგორც აღმოჩნდა, დღეს საქართველოში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც „ნაცთან“ ერთად დგანან და აპროტესტებენ ძალადობას, თითქოს რუსული საქმის კეთებას აპროტესტებენ, რუსთაველზე ებრძვიან რუსეთს ადამიანები, რომლებიც დგანან „ნაცების“ დაორგანიზებულ აქციაზე და შემდეგ ბრაზდებიან, არა, თვითორგანიზებით ვართ წარმოდგენილიო. ჩვენ შეგვიძლია, ათეულობით მაგალითი დავასახელოთ ისეთი, რაც „ნაცმოძრაობამ “ ჩაიდინა რუსების სასარგებლოდ. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე მეტად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ „ნაცობა“ უკავშირდებოდეს იმ რეალობას, რასაც რუსეთის სასარგებლო იდიოტიზმი შეიძლება ერქვას, სხვა ქვეყნების სასარგებლო მოქმედებები, რაც ჩაიდინეს ცხრაწლიანი რეჟიმის დროს ბოროტების სახით “, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.