შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ლევან ხაბეიშვილი თავის პარტიაშიც უკვე მოაზრებულია დროებით მმართველად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოდის, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ განიხილება პეტრე ცისკარიშვილი, თითქოს ეს ადამიანი გააუმჯობესებს მდგომარეობას. ვინც არ უნდა იყოს, ცისკარიშვილი თუ ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობას“ აქვს ერთი გენეტიკური კოდი - წარსული, ბოროტება, ძალადობა, ფეიკი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.