პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული" საქართველოს საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 20 კვირის შემდეგ წავა მოსკოვში.
"20 კვირის შემდეგ რუსული კანონის ავტორი წავა მოსკოვში" - წერს მამუკა ხაზარძე,
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან ბიძინა ივანიშვილმა "კრისტის" აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა - ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა
შეგახსენებთ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, რომელსაც ოპოზიცია „რუსულ კანონს“ უწოდებს 2024 წლის 4 ივნისს ძალაში შევიდა, კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.