ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ სრულიად დაკარგა სახე და გადავიდა ადამიანების მოტაცებაზე დღისით, მზისით. ამას ასრულებს პოლიციის ფორმაში გადაცმული კრიმინალთა ჯგუფი. უნდათ, რომ დააშინონ ის მომიტინგეები და ახლა უკვე პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან მყარად და მტკიცედ დგანან ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე. - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
"ბიძინა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გუშინ, პროდასავლურ კოალიციურ პარტიებს, რომლებიც იკრიბებოდნენ "ქორდიარდ მერიოტში", სადაც პოლიციის მთელი კორდონია და ეს წესით, უნდ ნიშნავდეს უფრო მეტ უსაფრთხოებას, მოაწყო თავდასხმა პოლიტიკოსებზე "ტიტუშკების" და ზონდერების თანამონაწილეობით. მისმა შავრაზმელმა ნიღბიანებმა გაიტაცეს ჩვენი თანამებრძოლი ალეკო ელისაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი, ძალიან მაგარი ბიჭი, ზურა დათუნაშვილი. ამის არანაირი საჭიროება არ იყო! ყველა პოლიციელს მინდა ვუთხრა, ყველა გადაცმული "პოლიციელი" არის იდენტიფიცირებული! მომავალში ვერცერთს გექნებათ შესაძლებლობა გააგრძელოთ მუშაობა ორგანოში მომავალში და ეს მომავალი ძალიან მალე დადგება! თქვენ ასრულებთ დანაშაულებრივ დავალებებს, თქვენ არ ემსახურებით კანონს, თქვენ ასრულებთ ერთი კაცის ხუშტურებს, რომელსაც თქვენი, თქვენი ოჯახის წევრები მიჰყავს რუსეთში.
თქვენ ყოველ ღამე ასახიჩრებთ თავისუფლებამოყვარულ ახალგაზრდებს, რომ დამატებითი 500 ლარი ჩაიდოთ ჯიბეში! ყველანი ხართ იდენტიფიცირებულები! მე გამოვედი მანქანით, შემოგვერტყა პოლიციელების უზარმაზარმა არმია. რაღაც პერიოდის გასვლის სემდეგ გზა გაათავიუფლეს, ეტყბა მოუვიდა ბრძანება, რომ ნამეტანს შვებოდნენ. ამას არ აქვს მნიშვნელობა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დღეს ვამბობ ძალიან მყარად და გასაგონად ყველასთვის, ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე.
ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი დაწყებულია! ისინი დასანქცირდებიან, აუცილებლად ჩაინიშნება ახალი არჩევნები, რაც არის მოთხოვნა და აუცილებლად გამოვლენ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც მოიტაცეს ამ ბანდიტებმა! თავისუფლება ალეკო ელისაშვილს, ნიკა გვარამიას, ზურა თადუნაშვილს, ჩვენი გუნდის ორ წევრს, რომლის წინააღმდეგაც ახლა საქმეს კერავენ, თითქოს აქ რაღაც ტერორისტული საქმე მზადდებოდა. ვაი, თქვენს პატრონს! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ბიძინა, შენი საქმე დამთავრებულია!" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.