"არის სრული ერთობა იმისთვის, რომ ივანიშვილს ქვეყანა რუსეთში არ გავატანოთ" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "კრიმინალების მიერ დაჩეხილი ახალგაზრდები დაიცვან და პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ".

"მინდა გითხრათ, რომ არის სრული ერთობა იმისათვის, რომ ეს ქვეყანა არ გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს რუსეთში. არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული. გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მშვიდობიანი ფორმით. მე რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ მიდის პროვოკაციების დაგეგმვა, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რათა დავიცვათ ამ კრიმინალების მიერ დაჩეხილი ახალგაზრდები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავათავისუფლოთ ეს პოლიტპატიმრები. ქვეყანაში ივანიშვილი ტერორს ამყარებს და ამის საშუალებას არავინ არ მივცემთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.