პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილის კითხვით მიმართავს. 

"12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი დაგვპირდა - “ეკონომიკის ზრდის ტემპით, პირველი წელი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი”ახლა 12 წლის შემდეგ ჩვენ ვეკითხებით მას - როდის დადგება მეოთხე "ძალიან კარგი” წელიწადი

რატომ არის მისი დაპირებიდან 12 წლის შემდეგ საქართველო კვლავ ღარიბი ქვეყანა" - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეიბუკში".