ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მისულებმა “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და “საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.
ინფორმაციისთვის, ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა სასტუმრო „ოლდ თაუნში“ გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 17 სექტემბერს კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.
მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ მზად იყო, ნებისმიერ მომენტში შეხვედროდა გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდებოდნენ პრეზიდენტს.