შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დასავლური ვექტორის მხარდაჭერას განაგრძობს - ეს არის მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და ახლა, რაც გვმართებს არის მობილიზება, სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ძალების გაერთიანება, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა დღეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული ძალა უკვე სამთავრობო კაბინეტებიდან უტევს და ანგრევს ყველაფერს ეროვნულსა და ფასეულს, როდესაც საქართველოს ევროპულ მომავალს უდიდესი საფრთხე ემუქრება, გადამწყვეტ არჩევნებამდე, გარდამტეხ მომენტში, სენატორ ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დასავლური ვექტორის მხარდაჭერას განაგრძობს - ეს არის მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან და ახლა, რაც გვმართებს არის მობილიზება, სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ძალების გაერთიანება, რომ 26 ოქტომბერს "ოცნება" გავისტუმროთ ხელისუფლებიდან და დავიწყოთ ძლიერი საქართველოს შენება!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.