ახალი პოლიტიკის დროა - აცხადებს პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რითაც ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული თავმჯდომარის პოსტზე ჩატარებულ არჩევნებს, სადაც ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილმა შეცვალა.

"ახალი პოლიტიკის დროა!ახალი ძალების გაერთიანების დროა, ვისაც ამ ქვეყნის განვითარება და გამარჯვება უნდა.წარსული, ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ქართულ პოლიტიკაში!" - წერს მამუკა ხაზარაძე.