ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონისთვის და მისი როლის გაძლიერების შესაძლებლობები. ასევე განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობების მნიშვნელობა საქართველოსთვის, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის სხვა მიმართულებები.
ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა.