"მე შემიძლია გითხრათ, რომ "ძლიერი საქართველოს" გეგმა არის მაქსიმალურად ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, მაქსიმალურად მიწოდება ინფორმაციის. ასევე, "ძლიერი საქართველოს" გეგმაა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან სიების ჩახსნა და ლეგიტიმაციის არ მიცემა პარლამენტისთვის. - ამის შესახებ ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ "დღის კურიერთან" განაცხადა. 

""ძლიერი საქართველო" რჩება ამ გეგმის ერთგულად. "ძლიერი საქართველო" და ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ამ ბარიერგადალახული და ხმაწართმეული პარტიებისგან სახალხო პარლამენტი, სადაც იქნება მსჯელობა, ურთიერთობა და კავშირები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სადაც იქნება ქვეყნის საკითხებზე აქცენტირება და, ასევე, მთავარია, ჩატარდეს ქვეყანაში ხელახალი არჩევნები," - განაცხადა ლევან სამუშიამ.