„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აგრძელებს ვიზიტს ვაშინგტონში. პარტიის თავმჯდომარე ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორს, რონ ნერინგს შეხვდა.“

„რონ ნერინგი, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორი, არის სტრატეგი და კომუნიკაციების ექსპერტი, რომელიც ეროვნული სპიკერი იყო 2016 წლის სენატორი ტედ კრუზის საპრეზიდენტო კამპანიაში. დეკემბერში, ნერინგი საქართველოში გვესტუმრება.

რუსული რეჟიმის, რუსული პარტიის და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მოკავშირეები გვჭირდება - ძალიან ბევრი გვყავს და ბევრსაც შევიძენთ!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში