გვქონდა შესაძლებლობა მაიკ პენსს გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვაშინგტონში, IDU ფორუმზე, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"  იღებს მონაწილეობას, მთავარი სპიკერი ამერიკის შეერთებული შტატებს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი- მაიკ პენსია. 

გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოზე, ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, ვიყოთ დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო რუსი ოლიგარქისა და მისი რუსული რეჟიმის გარეშე“, - წერს ხაბეიშვილი.