ნაცმოძრაობა“ რომ პრაქტიკულად დაშლილია და დე იურე როგორ გაფორმდება, ამას ელოდება მათი ამომრჩეველი, ეს უკვე ნიშნავს, რომ არც ფორმალური და არც არაფორმალური თავმჯდომარე ამ პარტიას აღარ ჰყავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ლევან ხაბეიშვილის ჰოლივიდური ღიმილის მცდელობა ნამდვილად ვერ უშველის, რადგან რეალურად პარტია უკვე რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი“.
„ხაბეიშვილის აშშ-ში ვიზიტს რაც შეეხება, ვიცით, რომ არჩევნებთან დაკავშირებით როდესაც ჰქონდა საუბარი, იქ უთხრეს, რომ პარტია გეშლება და აქ რომ ხარ ჩამოსული, არჩევნები აშშ-ის საზოგადოებამ კი არ უნდა მოგაგებინოს, არამედ ქართულმა საზოგადოებამ, რომლის წარმომადგენლებიც საკრებულოში არიან და ამ პარტიას ტოვებენ. მისი ჰოლივუდური ღიმილის მცდელობა ამ პარტიას ნამდვილად ვერ უშველის, რადგან ეს პარტია რეალურად უკვე რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ვაშაძე-ხაბეიშვილი ვერ თანხმდებიან, „ნაცმოძრაობა-სტრატეგია აღმაშენებელს“ 16% აქვს, თუ 40%.
„ვაშაძის თქმით, 40% აქვს, ხაბეიშვილმა თქვა – 16%. ამის შემდეგ იქ მათ სერიოზული შეხვედრა ვერ ექნებათ. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ვაშაძე სადაც მივიდა, ყველა არივ-დარია. შევიდა „ნაცმოძრაობაში“ და კი ვხედავთ შედეგს, რა ხდება. ვერავის გაუგია, რომელ პოლუსზეა ეს პოლიტიკური პარტია. აქ შეიძლება, მხოლოდ სახალისო კომენტარი გააკეთო ვაშაძე-ხაბეიშვილის ჰოლივუდურ ღიმილსა და წინასაახალწლოდ ამერიკაში ვიზიტებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.