“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ფორუმის” პირველ სესიას უმასპინძლა, სადაც სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.“
“ერთი რამე ზუსტად იცოდეთ, რომ მომავალი არის თქვენი და მეც, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რომ თქვენთვის გაკაფული იყოს ეს გზა და თუნდაც შიდა დისკუსიები, გარეთ რომელსაც ტელევიზიაში უყურებთ ყოველდღიურად ძალიან ბევრ პოლიტიკურ ჭიდაობას, თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ, რომ მათ შორის მეც მზად ვარ, რომ ეს დარტყმა იქნება, თავდასხმა იქნება, ავიღო საკუთარ თავზე მხოლოდ ერთი პირობით - თუ ასეთი ლამაზები, ლაღები, ფერადები, ჭკვიანები, ახალგაზრდები იქნებით წინა ფლანგზე, გექნებათ კონკრეტული ინსტრუმენტები, რომ იყოთ პოლიტიკაში ჩართული და არა მარტო ოპოზიციაში, ეს ხელისუფლება რომ მორჩება და აუცილებლად მორჩება ძალიან მალე და ამაზე ყველანი ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ვშრომობთ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ შიგნით თუ გარეთ, რა პროპაგანდაც არ უნდა იყოს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსული ხელისუფლება დასრულდება. წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში, სადაც ასეთი გონიერი, ახალგაზრდა თაობაა რამენაირად პოლიტიკური სიცოცხლე გაიხანგრძლივოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, ამიტომ თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული რამდენად აქტიურები იქნებით და უნდა გესმოდეთ, რომ პროცესი, რომელიც ახლა მიდის, მათ შორის სრულიად ოპოზიციურ ველზე, ეს არ ეხება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ პარტიას, თქვენთვის არის შესაძლებლობა.
2024 წელს საერთოდ გადახალისდება პოლიტიკური ველი, ეს მოხდება ბუნებრივად, მე მეეჭვება “რუსულმა ოცნებამ” ოპოზიციაში გაძლოს და საერთოდ იარსებონ, მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ოპოზიციაშიც იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციაშიც იყვნენ პროდასავლელი ლიდერები, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევთ სხვადასხვა პროგრამებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის შემდეგ ეს დისკუსები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიხსნება, ვიდრე ახლა და ახლა დისკუსია კი არა, გვიწევს რეალობაში ყოფნა, სადაც რუსები, “ეფესბეს” აგენტები უნდა გავყაროთ, ოღონდ ამას მხოლოდ ჩვენ, პოლიტიკოსები არ ვამბობთ, ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელმაც დაასანქცირა ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე, დაასანქცირა სასამართლოს კლანი, ამიტომ ეს ველი არის თქვენი გასარღვევი და დღეს რასაც უყურებთ მათ შორის ოპოზიციურ ველზე, სახელისუფლებო ველზე თქვენ არაფერს არ უყურებთ გარდა იმისა, რომ ისინი წვალობენ რუსულად და აკეთებენ რუსულ საქმეს ყოველდღიურ რეჟიმში და მათი პროპაგანდაც არის თავიდან ბოლომდე რუსული - სალავიოვს, მარგარიტა სიმონიას და კობახიძეს, მდინარაძეს რომ უსმინოთ ნახავთ, რომ ერთი ერთში ერთი და იმავეს საუბრობენ, ამიტომ მე თქვენგან მინდა ერთი რამ, რომ გესმოდეთ, როცა ვამბობ მზად ვარ ავიღო ყველანაირი დარტყმა ჩემზე, ვაკეთებ იმისთვის, რომ მაგალითად ირაკლი ფავლენიშვილისთვის, ვასო ურუშაძისთვის, გიგი გიგიტელაშვილისთვის, იგორ ნარმანიასთვის, ცოტნე აბესაძისთვის, ლევან სანიკიძისთვის, ბექა ქორჩილავასთვის, ტიტე გედენიძისთვის, გვანცა გაზდელიანისთვის, თათია ნიკოლაშვილისთვის იყოს გახსნილი გზა პოლიტიკაში, ამისთვისთვის მიღირს ბრძოლა, რომ კრევო ასათიანი უნდა იყოს ლიდერი “ნაციონალურ მოძრაობაში”, უნდა იყოს თუ არა ლაშა ფარულავა, ლაშა ტყეშელაძე. უნდა გესმოდეთ, რომ ეს ახალგაზრდები, რომლისთვისაც ფართოდ გაღებულია გზა, შესაძლებლობები ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ და ვიღაცებს ეს არ მოსწონთ, ობიექტური რეალობაც არის , ეს ხალხი 20-30 წელია პოლიტიკურ ველზე არიან და და ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მემკვიდრეობით უნდა ჰქონდეთ. ჩემი პატივისცემა ყველას მათ, მათი საქმე უნდა იყოს დაფასებული, რაც არ უნდა გაბრაზებულები იყვნენ, ტალახი გვესროლონ, ჩვენ გვესმის, რომ მათ აქვთ კონკრეტული დამსახურებები და ჩვენ ამ დამსახურებებს, რა თქმა უნდა, არავის დავუკარგავთ, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ მომავალი არის თქვენნაირი ახალგაზრდების.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა