ქალბატონ გიული ალასანიასთან და გიორგი ჩალაძესთან ერთად ვარშავაში, პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე ვიმყოფები - ამის შესახებ ნაცმოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ზუსტად 13 წელი გავიდა სმოლენსკში მომხდარი, იმ ავიაკატასტროფიდან, რომელმაც პოლონეთის მაშინდელი მოქმედი პრეზიდენტი - ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე- მარია და ათობით სხვა სამხედრო, სასულიერო თუ სამთავრობო პირი იმსხვერპლა. 2008 წელს კაჩინსკი იყო ადამიანი, რომელიც მიუხედავად პუტინის მუქარისა და ბომბდამშენებისა საქართველოს ცაზე, მაინც იდგა ქართველ ხახლთან ერთად.
ქალბატონ გიული ალასანიასთან და გიორგი ჩალაძესთან ერთად ვიმყოფები ვარშავაში, პოვაცკის სამხედრო სასაფლაოზე, სადაც ევროპარლამენტარ - ანა ფოტიგასთან ერთად პატივი მივაგეთ დაღუპულთა ხსოვნას“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არ მოიწვიოს. დეპუტატ თამარ კორძაიას განმარტებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - ლევან ხაბეიშვილმა და ანა წითლიძემ, დაუგეგმავად დატოვეს საქართველო და ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.