„მიხეილ სააკაშვილის ჯანრმთელობა არ არის ვიწროპარტიული საკითხი და დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა

ჩვენი გეგმა იყო პარტიის გაძლიერება და ვაძლიერებთ,  უკანასკნელი IRI -ის კვლევაამაზე მეტყველებს, პარტიას აქვს ორ პროცენტიანი ზრდა. ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად სწორი ,რომელიც არის ღია , გამჭვირვალე და დაფუძნებულია პოლიტიკურ აქტიურობაზე, მათ შორის ყოველდღიურზე და შესაბამისად, 20 მაისამდე არჩევნები მორჩება და პარტია რეგიონულ დონეზეც, საქალაქო დონეზეც იქნება ძლიერად წარმოდგენილი .

უმძიმესი რეალობა  გვაქვს ამ მიმართულებით და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს არ არის ვიწროპარტიული საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და დაკავშირებულია მათ შორის საქართველოს ევროპულ მომავალთან.  პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან, ეს კარგად უნდა გაიაზროს ყველამ და კარგია, რომ 61% საქართველოს მოქალაქეებიღიად მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას და მის გადაყვანას იქ, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება უზრუნველყოფილი.“ -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა