„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ გაიმართება და პარტიების ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელიას სოციალურ ქსელში დაწერილ განცხადებას გამოეხმაურა;

არჩევნები ჩანიშნულია, არჩევნები სჭირდება პარტიას, მათ შორის იმისთვის, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნებისმიერი მოქმედება , რომელიც აქტიურობისთვის იქნება მნიშვნელოვანი, პარტია უნდა იყოს ძლიერი ინფრასტრუქტურულად და კონკრეტული მანდატები უნდა ჰქონდეს ადგილზე ხალხისგან. „ნაციონალური მოძრაობააღარ იმართება კაბინეტიდან, ვეღარ გაიმართება და ყველამ კარგად უნდა იცოდეს,რომ ადგილებზე პარტიების ხელმძღვანელების ბედს გადაწყვეტენ ამომრჩევლები. შესაბამისად, ეს პროცესი დამთავრდება 20 მაისამდე და პარტია გამოვა კიდევ უფრო გაძლიერებული . პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ პროცესებს ვერ შეწყვეტს, ეს წარმოუდგენელი რამეა.

ჩვენ პოლიტიკური პარტია ვართ და პოლიტიკურ პარტიას მოუწოდო პოლიტიკური პროცესების შეწყვეტისკენ ცოტა უცნაურია. თქვენ 19 აპრილს ჟურნალისტები იყავით, სადაც დავაანონსე არჩევნების გამოცხადების შესახებ და ორი კვირა გავიდა მას შემდეგ. ამიტომ, არათუ კონკრეტულ ადამიანებთან, საზოგადოებასთან მქონდა, საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში და ცხადია ამ ორი კვირის განმავლობაში, აბსოლუტურად ყველა დონეზე იყო კონსულტაციები, მათ შორის ყველა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, რომელიც მოვალეობას ასრულებს შევხვდით, გავიარეთ კონკრეტული საკითხები და პარტიაში მიღებულ იქნა არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება, ეს აღარ შეიცვლება. პარტიაში პოლიტიკური პროცესი დასრულდება ძალიან მალე და პარტია იქნება გაძლიერებული.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა