„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ფილმის „თოჯინები იცინიან“ პერსონაჟს, სევერიან წივწივაძეს შეადარა.

საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადების შეფასებას, სადაც მან თქვა:  „ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება, პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“.

„ფილმში „თოჯინები იცინიან“ არის სევერიან წივწივაძე, მუდმივად რომ სათამაშოებზე ლაპარაკობს, ხომ იცით? ეს არის ჩემი კომენტარი“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.