მინდა ვუთხრა რატი ბრეგაძეს და თუ უნდა მუქარად მიიღოს - მალე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
“ხელისუფლებას, ივანიშვილს, ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ შემდეგ შეუძლებელი არ იყოს სასამართლოსთვის, ტყვეობაში დატოვოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ ყველაფერს ასრულებს ცხადია რატი ბრეგაძე. ყველა დოკუმენტაცია არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს გადაყვანილი მესამე ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ამიტომ ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.