"წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც გავეშებული ხელისუფლების დაკარგვის შიშით აკეთებს ივანიშვილი. ამას ოკუპანტი რუსი არ უკეთებს ქართველს და ქართველი ქართველს წაქცეულზე ოცამდე ადამიანი უსწორდება. გდდ-ს ყველა თანამშრომელი არის ეჭვმიტანილი არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში". - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც გავეშებული ხელისუფლების დაკარგვის შიშით აკეთებს ივანიშვილის პარტია და ივანიშვილი. უმძიმესია ის კადრები, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ნახეს და ხარებას, გომელაურის, ივანიშვილის ზონდერები როგორ უსწორდებიან საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან მძიმე კი არა, ეს არის ზღვარსგადასული, წარმოუდგენელია, შეუძლებელია, ამას ოკუპანტი რუსი არ უკეთებს ქართველს და ქართველი ქართველს წაქცეულზე 10-15-20 ადამიანი უსწორდება. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც სჩადიან კონკრეტული ადამიანები. შეუძლებელია ამათ დაუძახო ქართველები, უყურეთ ამ კადრებს, შეხედეთ რა სჩადიან ისინი. გავიმეორებ, არაფერი ამაზე მეტი არ გაუკეთებია ოკუპანტსაც და ამაზე მძიმედ არ მოჰქცევია საქართველოს მოქალაქეს. ცემაში კლავთ ადამიანებს, თან 15-20. როგორ შეგიძლიათ, რის გამო უსწორდებით ამ ხალხს ფიზიკურად? მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მიიღონ რუსული კანონი, რომ უარი თქვან ევროკავშირზე. მივმართავ თითოეულ ფაქტობრივად „ომონის“ წარმომადგენელს, ესენი არ არიან პოლიციელები, სამართალდამცავები, ისინი არიან დამნაშავეები. კოლექტიური ივანიშვილი, გომელაური, ხარაზიშვილი და ყველა, ვინც ასრულებთ ამ უკანონო დავალებებს, ჯერ რა ოჯახიდან არ გამოდიხართ? შვილები არ გყავთ? ოჯახის წევრები არ გყავთ? ან ამ კადრებს რომ უყურებთ არ გრცხვენიათ? ან მეგობარი, ან ნათესავი არ გყავთ? უნდა გესმოდეთ, რომ ხელისუფლება დამთავრებულია, ივანიშვილის ხელისუფლება აღარ არსებობს მეგობრებო, ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ქართველი ხალხის ნებით არჩეული კოალიციური მთავრობა, ამაში ეჭვი არ ეპარება არავის. შეწყვიტეთ ადამიანების წამება, ცემა და არაადამიანური მოპყრობა.
განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლებრივ დანაშაულში დაწყებული ხარაზიშვილით. თქვენ ასრულებთ უკანონო დავალებას, ნუ აკეთებთ მას, თორემ მოგიწევთ პასუხისგება ადამიანების ცემაზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და მინდა ასევე მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, არ გაჩერდეთ სახლში და ყველამ დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები. მეც, როგორც რიგითი მოქალაქე და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი, ისე ვარ ამ აქციაზე და ვიქნები ყველგან, სადაც დაsჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს. მივმართავ ჯერ კიდევ შს მინისტრს, თქვენ ხელს აფარებთ დანაშაულს, აორგანიზებთ ახალგაზრდების, ადამიანების ცემას ქუჩები. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება და ასევე საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ გამარჯვება რის ერთი ხელის გაწვდენაზე, საქართველოს მოქალაქეს არ შეშინებია არასდროს და არც თქვენი შეეშინდება. ძალიან მალე ყველანი ერთად გავიმარჯვებთ ამ ხელისუფლებaზე და გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სწრაფვა.
სასწრაფოდ მიეცნენ კონკრეტული ადამიანები პასუხისგებაში, გდდ-ს ყველა თანამშრომელი არის ეჭვმიტანილი არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა