მახსოვს მდინარაძის სიტყვები - „არცერთი კანონი არ გვიღირს ერთი ადამიანის თმის ღერადაც კი“, ამ დროს თავის ქალები ააცალეს ადამიანებს, სცემენ უმოწყალოდ, ოჯახებში უვარდებიან ბავშვებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მივმართავ ხელისუფლებას, ნუ გელანდებათ, ნუ გესიზმრებათ, ეს ისტერიკა იმიტომ არის, რომ თქვენ დაკარგეთ ლეგიტიმურობა, თქვენ არ გაქვთ მხარდაჭერა და ეს გაგდებთ მძიმე მდგომარეობაში და ეს ძალადობრივი მოქმედებები, ამის გამოვლინებაა. მე მახსოვს, მამუკა მდინარაძემ რომ თქვა - „არცერთი კანონი არ გვიღირს ერთი ადამიანის თმის ღერადაც კი“, ამ დროს თავის ქალები ააცალეს ადამიანებს, სცემენ უმოწყალოდ, ოჯახებში უვარდებიან ბავშვებს. კანონი ხომ იმისთვის არის, რომ საქართველოს მოქალაქეს მოემსახუროს და თუ საქართველოს მოქალაქეს არა თუ არ ემსახურება, არამედ წინააღმდეგობაში მიდის ევროკავშირთან. ევროკავშირის წევრი ქვეყნები გვეუბნებიან, რომ ასე ევროკავშირში ვერ მიგიღებთ და აქეთ შენს მოქალაქეებს დასდევ",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.