ისრების გადატანა ვინმეზე, მათ შორის, ოპოზიციაზე და პასუხისმგებლობის მოშორება, ეს „ქოცური“ პროპაგანდაა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ევროკომისიის რეკომენდაციები რომ შესრულდეს, ამისთვის ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო. სრული უმრავლესობა აქვთ, მათ შეუძლიათ ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესი ჰქონდეთ, თუმცა ვხედავთ, მათ შორის, მათ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტებზე, რაც გაიტანეს, ევროკომისიამ თქვა, რომ არც ერთი არ ვარგა. ისრების გადატანა ვინმეზე, მათ შორის, ოპოზიციაზე და პასუხისმგებლობის მოშორება, ეს არის „ქოცური“ პროპაგანდა. ვერავის ვერ გადააბრალებენ, როცა ამ 12 რეკომენდაციას არ ასრულებენ. რაც შეეხება ოპოზიციას, მე მინდა გითხრათ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენს ევროპელ დიპლომატებთან, ვესაუბრებით და ვთხოვთ, რომ „რუსული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის გამო ქართველი ხალხი არ დაიჩაგროს და ეს სტატუსი მიიღოს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.