ხელისუფლებისგან არ ვისმენთ პუტინის ლანძღვას, ან ლავროვის კრიტიკას - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ისევ იმავეს ვუყურებთ, რასაც აქამდე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ლანძღავენ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მათ ლანძღავენ. ჩვენ მათგან არ ვისმენთ პუტინის ლანძღვას, ან ლავროვის კრიტიკას. ესეთ რამეს ვერ გაიგებთ. თქვენ მხოლოდ ნახავთ იმ ადამიანების ლანძღვას, შავ პიარს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ეს ისტერია, რაც რუსულ ოცნებაშია ატეხილი, მიანიშნებს, რომ საბოტაჟირებენ ჩვენს მომავალს და რუსულად, კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მესიჯებით საუბრობენ, იგივეა, რაც ფონ კრამონთან დაკავშირებით ახლა ხდება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.