"ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, მაგრამ ივანიშვილის პარტია აკეთებს რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რომლებიც ქართველ ხალხს წინ ეღობებიან ევროკავშირის გზაზე და მზად არიან მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირონ რუსულ კანონს." - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა

"უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, უბრალოდ ისინი აკეთებენ რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს. ჩვენ გვირჩევნია დასანქცირების ნაცვლად რუსული კანონი გაიწვიონ და ქართველ ხალხს ევროკავშირის გზაზე წინ არ გადაეღობოს ივანიშვილი და ის ხელისუფლება, რომელიც მზად არის მეორე მოსმენაზეც დაუჭირონ მხარი რუსულ კანონს.

ამ ქვეყანაში მთავარი პროდასავლელი ოპოზიციონერი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილის და შესაბამისად, მისი პატიმრობაც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო კლანს, რუსულ ხელისუფლებას და შესაბამისია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები. ალბათ, ყველას გვესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არცერთი პარტნიორი არ ჰყავს დასავლეთში, მათი მეგობრები არიან პესკოვი, ლავროვი, პუტინი ა.შ. ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში დაწერა: დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რეგიონში დემოკრატიის დასაცავად