ამ ქვეყანაში მთავარი პროდასავლელი ოპოზიციონერი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და შესაბამისია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, უბრალოდ ისინი აკეთებენ რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს. ჩვენ გვირჩევნია, დასანქცირების ნაცვლად, რუსული კანონი გაიწვიონ და ქართველ ხალხს ევროკავშირის გზაზე წინ არ გადაეღობოს ივანიშვილი და ის ხელისუფლება, რომელიც მზად არის, მეორე მოსმენაზეც დაუჭირონ მხარი რუსულ კანონს. ამ ქვეყანაში მთავარი პროდასავლელი ოპოზიციონერი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და შესაბამისად, მისი პატიმრობაც პირდაპირ უკავშირდება სასამართლო კლანს, რუსულ ხელისუფლებას და შესაბამისია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები. ალბათ, ყველას გვესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არცერთი პარტნიორი არ ჰყავს დასვლეთში. მათი მეგობრები არიან პესკოვი, ლავროვი, პუტინი ა.შ. ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.