იმედი მაქვს, საქართველოში თანაბარი საარჩევნო გარემო იქნება და ძალადობას ადგილი არ ექნება - „მიმდინარეობს განხილვა, როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირმა არჩევნებზე “დასავლელ პარტნიორები, ჩვენი მეგობრები ცხადია დგანან ქართველი ხალხის გვერდით. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებს, მათ კარგად ესმით როგორი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ცვლილებები და ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ორიენტირებული იქნება დასაქმებაზე, ეკონომიკურ დოვლათზე და შესაბამისად, არავინ არ ენდობა „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნებს, ამიტომ ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ გავაკეთებდით ყველაფერს, რათა საქართველოში ყოფილიყო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები და ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ისმის მხარდამჭერი განცხადებები, რაც გულისხმობს იმას, რომ დარწმუნებულები ვართ საქმეშიც აისახება ეს ყველაფერი. საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ, ვერ ექნება „ქართულ ოცნებას“, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში და ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გრძელვადიანი მისიები, უამრავი დამკვირვებელი იქნება ამ ქვეყანაში და „ქართულ ოცნებას“ არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩისკის განცხადებაზე.