არ შევალთ პოლემიკაში, უაზრო განხილვებში და კამათებში არავისთან. ვგულისხმობ ოპოზიციას - „ქართულ ოცნებასთან“ არ შევალთ კი არა, უკაცრავად და შევჭამთ, იმისთვის რომ ხელისუფლება წავართვათ და დავუბრუნოთ მის აღმატებულება ქართველ ხალხს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„ამ საარჩევნო კამპანიის დროს არავითარ შემთხვევაში არ შევალთ პოლემიკაში, უაზრო განხილვებში და კამათებში არავისთან. ვგულისხმობ ოპოზიციას - „ქართულ ოცნებასთან“ არ შევალთ კი არა, უკაცრავად და შევჭამთ, იმისთვის რომ ხელისუფლება წავართვათ და დავუბრუნოთ მის აღმატებულება ქართველ ხალხს. ხელისუფლება უნდა იყოს ქართველი ხალხის მსახური და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ შეიძლება ორ წელიწადში გადაირჩიონ თვითმმართველობის არჩევნებზე, ან ოთხ წელიწადში ეროვნულ არჩევნებზე. ამიტომ, ვისაც პოლიტიკაში ყოფნა უნდა და ასეთი უამრავია ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, მათ შორის გამოცდილი ადამიანები, უნდა ვიკამათოთ იმაზე, როგორ პროექტებს გავაკეთებთ",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.