ჩვენი ამომრჩეველი არის ძალიან მყარი. მეტიც, ჩვენ აუცილებლად ამ არჩევნებზე დავიმატებთ ბევრად უფრო მეტ ამომრჩეველს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი პატივისცემა მათ [ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას] და ვურჩევ ყველას იზრუნონ ადამიანების საჭიროებებზე და არ დაკარგონ დრო პოლიტიკურ გაუგებრობებში. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. როცა იქნება პარტია, მერე უფრო მარტივი იქნება ჩემთვისაც საუბარი. გაურკვეველია ვისაუბრო იმაზე, რაც ჯერ არსებობს.
ჩვენი ამომრჩეველი არის ძალიან მყარი. მეტიც, ჩვენ აუცილებლად ამ არჩევნებზე დავიმატებთ ბევრად უფრო მეტ ამომრჩეველს.
21 ადამიანი წავიდა 2016 წელს ენმ-დან, იმ ადამიანების პარტია, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, რეიტინგულად, ისე არსებობენ, ალბათ, 2024-შიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათ რა მხარდაჭერა აქვს - 21 პატივსაცემი ადამიანი, დღეს მათი პოლიტიკური რეიტინგი არ არსებობს,“ - ამბობს ხაბეიშვილი.