მიხეილ სააკაშვილმა მომმართა, უნდა სახალხო დამცველთან შეხვედრა და რა თქმა უნდა, მას აუცილებლად ვინახულებ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილმა მომმართა, თქვა, რომ მას უნდა სახალხო დამცველთან შეხვედრა და მე, რა თქმა უნდა, მას აუცილებლად ვინახულებ. როდის მოხდება ეს შეხვედრა, გადავწყვეტ, ამის შესახებ წინასწარ ინფორმაციას ვერ გეტყვით“, – განაცხადა იოსელიანმა.
რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აპირებს, შეხვდეს კონსილიუმის წევრებს და, სურვილის შემთხვევაში, მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს.
ამასთან, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად არის, სახალხო დამცველს შეხვდეს უახლოეს დღეებში. სასურველია, შაბათ-კვირას.