NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ იმედგაცრუებაა პოლიტიკოსების, განსაკუთრებით ოპოზიციის მიმართ, რომელიც ვერ ახერხებს იმაზე საუბარს, რაც ხალხს აწუხებს - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„მე არ ვუყურებ ამ პარტიულ რეიტინგებს სერიოზულად იმიტომ, რომ იქ გადაწყვეტილების რიცხვი იმდენად დიდია, რომ ძალიან კარგად გვესმის ყველას, არჩევნების პერიოდში არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება 6% და არც „ქართულ ოცნებას“ 25%.
უფრო მნიშვნელოვანია ზოგადად რა ტენდენციებია და რაც აჩვენებს ეს კვლევა. ეს კვლევა აჩვენებს, რომ იმედგაცრუებაა პოლიტიკის და პოლიტიკოსების მიმართ, განსაკუთრებით ოპოზიციის მიმართ, რომელიც ვერ ახერხებს იმაზე საუბარს, რაც ხალხს აწუხებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.