სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას მიერ ქალების მისამართით გამოთქმულ უხამს მიმართვას ეხმაურება.
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!" - წერს ლევან იოსელიანის "ფეისბუკში"