ლაზარეს საქმეში დარღვევა ვერ დავინახეთ - ამას ვამბობ სრულიად გააზრებულად, რადგან ამის უკან დგას უამრავი პროფესიონალი ადამიანის ცოდნა,- განაცხადა სახალხო დამცველმა „ტვ პირველის“ ეთერში.
„ლაზარეს შემთხვევაში, მინდა იცოდეთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ პროცესში ყველა ინფორმაციაზე გვქონოდა წვდომა. პირველივე საათიდან ვიყავით ჩართული. მე თავად მოვინახულე ლაზარე საპყრობილეში. არ ყოფილა პროცესი, გარემოება, სადაც ჩვენი ჩართვა იყო საჭირო და ამაში არ მიგვეღო მონაწილეობა. თავის გადაპარსვის ეპიზოდზე მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დღემდე ვამორიტორინგებთ ამ გამოძიების პროცესს. რაც შეეხება უშუალოდ საქმეს, საპროცესო დარღვევებთან მიმართებით, ჩვენმა აპარატმა დღემდე ვერანაირი დარღვევა ვერ დაინახა. ამას ვამბობ სრულიად გააზრებულად, რადგან ამის უკან დგას უამრავი პროფესიონალი ადამიანის ცოდნა და ეს ასე არის. თავად საქმეში, რომელიც ჩვენ გვაქვს და პროცესში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს, დარღვევა ვერ დავინახეთ. სხდომებს რეგულარულად ვესწრებით და ასეთი დარღვევა, რომელზეც ჩვენ გვექნებოდა ლეგიტიმური საფუძველი, რომ მოგვეხდინა რეაგირება, როგორც პროცედურული, ასევე შინაარსობრივი არ ყოფილა", - ამბობს იოსელიანი.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო პროცესი 8 აპრილის ჩატარდება
შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და 2023 წლის 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა