პრემიერის ვიზიტს აშშ-ში ოპოზიციაში ეხმაურებიან. ლევან ბეჟაშვილის თქმით, კობახიძეს ამერიკაში ხელს არავინ ჩამოართმევს: 

"ეს სანქციები ეხება ისეთ ბრალდებებს, რომელიც თავის მხრივ არის სისხლის სამართლის დანაშაული და საერთაშორისო დანაშაული. არც ივანიშვილს, არც კობახიძეს, არც მთლიანად „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს ის ლეგიტიმაცია და ის რესურსი, რომ ვინმე ჩვენი პარტნიორებიდან გადაარწმუნოს. მათი საქმე დამთავრებულია, მათ ხელს არავინ ჩამოართმევს", - ამბობს ბეჟაშვილი.