„კობახიძის განცხადება CNN-თან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არასერიოზულია, როგორ აპირებს რეაგირებას მარეგულირებელი კომისიის საშუალებით დააჯარიმებს, თუ ზონდერებს ჩაუსაფრებს?! - მისი განცხადება ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჯდება“- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია ირაკლი კობახიძის მიერ CNN-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებას
„სერიოზულად რაც შეიძლება ითქვას, ეს ყველაფერი კვლავ ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელებაა და როგორ პუტინისტური რუსეთი იბრძვის მასმედიის წინააღმდეგ, ასევე არის საბჭოთა გადმონაშთი, რითაც ხელმძღვანელობს ქართული ოცნების ხელისუფლება“- განაცხადა ლაშა დამენიამ