გუშინ პარლამენტში 50-ნი რომ ვყოფილიყავით, გუბაზ სანიკიძეზე ძალადობას ვერ გაბედავდნენ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„გუშინ გუბაზ სანიკიძეზე ძალადობის ფაქტი იყო პარლამენტში. ჩვენ რომ იქ 50-ნი ვყოფილიყავით, დარწმუნებული ვარ, ამას ვერ გაბედავდნენ. ვფიქრობ, ყველა ოპოზიციონერი ლიდერი იქ უნდა ყოფილიყო, ელენე, ზურაც, ნიკაც და ნიკას მანდატის დატოვება თავის დროზე ძალიან ცუდი იყო, ისევე როგორც სხვა დანარჩენების. მანდატი ბევრმა დატოვა. „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს შიშიც, რიდიც. მორალური უპირატესობით დღეს მათ ოპოზიცია სჯობნის“,- აღნიშნა დეკანოიძემ.