აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში", იმ გადაწყვეტილებას განმარტავს, რომლის მიხედვითაც 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესდა.

 მისი თქმით, აშშ  ამ გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს:

"აშშ არის მტკიცე პარტნიორი და მეგობარი საქართველოსი 30 წლის განმავლობაში და ამის ნიშანი და გამოხატულება არის ქვეყნის ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. იქნება ეს სკოლების გარემონტება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესება, ახალი სამუშაოა ადგილების შექმნა და ბევრი სხვა რამ და რა თქმა უნდა საქართველოს თავდაცვის ძალების, სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დახმარება იმისათვის, რომ მათ უკეთ დაიცვან საქართველოს საზღვრები და შეძლონ აგრესიის შეჩერება, ჩვენ ვაკეთებთ ამას ბოლო 30 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო წარმატებული, გვინდა ვნახოთ, რომ ქართველი ხალხი აღწევს იმ ოცნებას, რომ ისინი ცხოვრობენ წარმატებულ კეთილდღეობაში და არიან ევროპული ოჯახის წევრი, ყველაფერი რაც ამერიკამ გააკეთა საქართველოში, ემსახურებოდა ამ მიზნის მიღწევას, ეს არის წარმატებული და მშვიდობიანი დემოკრატია. რა თქმა უნდა ეს გულისხმობს მტკიცე ინსტიტუტების მშენებლობას და სავიზო სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ,  ვინც არიან ჩართული კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ." განაცხადა კელი დეგნანმა "დღის სტუმრის" ეთერში.