თბილისის მერმა, კახა კალაძემ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადება შეაფასა.
კახა კალაძის თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ტონით თავის მოსახლეობას ესაუბროს.
"მუქარები და შანტაჟი ყველამ დაიტოვოს თავისთვის, ჩვენ არ ვიმსახურებთ იმას, რომ ვიღაცამ, თუნდაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ ტონით გველაპარაკოს. თავის მოსახლეობას ელაპარაკოს მაგ ტონით! ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე და ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ რაიმე არასწორი ნაბიჯი გადაგვედგას.
"ქართული ოცნება" არის ის გუნდი, ვინც ევროინტეგრაციის გზაზე ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას, მიიღო კანდიდატის სტატუსი, კონსტიტუციაში ჩაწერა ევროპული მომავალი. შესაბამისად, ჩვენ ვართ ზუსტად ის გუნდი, ვინც ამ გზას ბოლომდე გაიყვანს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: საქართველოს საკითხს ევროკავშირის დონეზე წამოვჭრით, სტატუსი ან ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არაა