"სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ამჟამად ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ეს არის სამარცხვინო, რომ კონკრეტული კრიმინალი დადის ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში. ეს არის უმძიმესი თემა, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი კანონის და ხალხის წინაშე. ევროპა ერთგვარ თავშეს'აფრად იქცა კრიმინალებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს პატივისცემას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ჰოლანდიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა - ამის შესახებ 2024 წლის 2 აპრილს "აიპრესს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
ცნობისთვის, 2020 წლის 5 მარტს საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე დაუსწრებლად 1 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.ასევე, ზურაბიშვილს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავების უფლება.
სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იბერიის" საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებით ზურაბ ადეიშვილი პასუხისგებაში 2016 წელს მიეცა. და "ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე პატიმრობა შეეფარდა
2004 წელს ტელეკომპანია "იბერია" დაიხურა. მაშინ ,,ომეგა ჯგუფი“-ს ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიაშიც“ განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გამოყარეს, რამაც შედეგად გამოიწვია ტელეკომპანია „იბერიის“ და გაზეთ ,,ახალი ეპოქის“ საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.
2021 წლის 4 მარტს ზურაბ ადეიშვილმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით - ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა