წლების განმავლობაში, როდესაც ვაპროტესტებდით პატიმრების წამებას, ბიზნესის რეკეტს , მედიის დარბევას და მრავალ სხვა მძიმე ფაქტს, „შემკვეთი და შემსრულებლის „ გვარები საზოგადოებამ დიდწილად ყოველთვის იცოდა! შემდეგ ეს დადასტურდა სამართლებრივადაც. - ამის შესახებ "ქართული ოცების" დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს:
"წლების განმავლობაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ხელისუფლებაში იყო და ბოროტად იყენებდა მათ ხელთ არსებულ და არარსებულ ბერკეტებს, საზოგადოების დიდი ნაწილი, მიუხედავად შანტაჟისა და ზეწოლისა, ყველა ფორმით აპროტესტებდა და ამხელდა მოძალადე რეჟიმს. რეჟიმს ჰყავდა თავისი გამოკვეთილი „ფავორიტები“ და ერთ-ერთი ასეთი იყო ზურაბ ადეიშვილი.
ზურაბ ადეიშვილი არის „ნაცმოძრაობის“ მოძალადე ხელისუფლების მაღალჩინოსანი, რომელიც ატერორებდა ბიზნესს, არბევდა მედიას, სასტიკად იძალადა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ბრალდებულია მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეზე… წლების განმავლობაში, როდესაც ვაპროტესტებდით პატიმრების წამებას, ბიზნესის რეკეტს , მედიის დარბევას და მრავალ სხვა მძიმე ფაქტს, „შემკვეთი და შემსრულებლის „ გვარები საზოგადოებამ დიდწილად ყოველთვის იცოდა! შემდეგ ეს დადასტურდა სამართლებრივადაც.
სამწუხაროა, როდესაც ასეთ მოძალადეს ახალისებს ქვეყანა თუ ორგანიზაცია...
პ.ს: ისე ზურაბ ადეიშვილი „ადამიანის უფლებებზე“ რომ დაიწყებს სჯა-ბაასს, კანიბალებსაც ხომ არ სთხოვდა მოსაზრების გაზიარებას".