, ჩვენ ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვეტყვით თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება. რა უნდა გაკეთდეს შემდგომი წლების განმავლობაში. რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა მოწესრიგდეს, რა გამოწვევებია, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ ყველაფერს. - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
"რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რაიონში, ქალაქში, ყველა სოფელში ჩავიდეთ, დაველაპარაკოთ მოსახლეობას და ავუხსნათ, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური ზრდა, მშვიდობის შენარჩუნება, რადგან მშვიდობის შენარჩუნების გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი. დღესაც, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები იმის გათვალისწინებით, რაც ხდება რეგიონში, უკრაინაში, სადაც უმძიმესი მდგომარეობაა, გაჩაღებული ომი მიმდინარეობს. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა და გუნდი, ვისაც შეუძლია დაიცვას ქვეყნის ინტერესი, დაიცვას ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქე არის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ვისაც შეუძლია დაიცვას ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ეკლესია, ტრადიციები, კულტურა, რაზედაც ვდგავართ და რამაც მოგვიყვანა დღემდე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.